თავისუფლება #freeGiyas #freeBayram

თავისუფლება #freeGiyas #freeBayram

English text down გიასედინ იბრაჰიმოვს და ბაირამ მამედოვს ალიევის ძეგლზე გაკეთებული ანარქისტული წარწერის გამო ნარკოტიკები ჩაუდეს და 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მჯერა, რომ როცა უსამართლობის საზღვარი არ ჩანს და იმედებიდან მარტო საარსებო მინიმუმი გვრჩება, არსებობს რაღაც, რასაც არ დავთმობთ მაშინაც კი, როცა მტერს ეგონება, რომ დავთმეთ. გიერთდებით მაგ ყველაზე მნიშვნელოვანში. ამ წერილით გიგზავნით სიყვარულს და მხარდაჭერას. ქართველი ამხანაგი I believe,… Read more →

პოსტსაბჭოთა ხელოვანის გადასარჩენად

პოსტსაბჭოთა ხელოვანის გადასარჩენად

ჩვენი აზრით პოსტსაბჭოთა ხელოვანის გაუცხოებული, ასოციალური, აპოლიტიკური, მისტიფიცირებული სტაგნაციიდან გამოსავალი არსებობს. ეს გამოსავალი კოლექტიური თვითგანათლებაა. აუცილებლად კოლექტიური და აუცილებლად თვითგანათლება. ინდივიდუალური თვითგანათლება ვერ გაწვდება პოსტსაბჭოთა ხელოვანის ხსნისთვის საჭირო მასშტაბებს, მაგრამ კარგი იქნება, თუ „ინგლისურის და კომპიუტერის“ ცოდნას უზრუნველყოფს უპრობლემოდ, უპრეტენზიოდ…. ინსტიტუციონალური სახელოვნებო სკოლა მხოლოდ მატერიალური რესურსის წყაროდ თუ გამოდგება, სხვა მხრივ კოლონიალიზმის, იმპერიალიზმის და ველური კაპიტალიზმის მსახურია. ის აიძულებს პოსტსაბჭოთა… Read more →

ფარმაკოპორნოგრაფი მშრომელი - პოლ ბეატრიზ პრესიადო

ფარმაკოპორნოგრაფი მშრომელი – პოლ ბეატრიზ პრესიადო

თარგმანი წიგნიდან: Testo Junkie – Sex, Drugs and Biopolitics in the Pharmacopornographic Era ისტორიის ყველა პერიოდში, გარკვეული ტიპის შრომა და მშრომელი განსაზღვრავს წარმოების ფორმას, რომელიც დამახასიათებელია კერძოდ ამ ეკონომიკისთვის. უცნაურია, რომ ყველაზე მეტად სწორედ ეს შრომა და მშრომელი, რეტროსპექტულად აღმოჩნდებიან ხოლმე გაქრობის საფრთხის წინაშე, რადგან ასეთი შრომა იწარმოება ყველაზე გაუფასურებულ სამუშაო პირობებში. ბამბის მკრეფავი კაცის და ქალის სხეულები და რეპროდუქციული… Read more →

"ჩემი სხეული მე მეკუთვნის" (ჩემი სხეული ჩემი საქმეა)

“ჩემი სხეული მე მეკუთვნის” (ჩემი სხეული ჩემი საქმეა)

ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ ადამიანის სხეული და ცნობიერება პოლიტიკური და სოციალური პროცესების გავლენით ყალიბდება (მაგალითად, იკვებება იმით, რაც უკვე შექმნილია წინაპრების მიერ და იქმნება ახლაც, მისი დახმარებით, თუ დაუხმარებლად და ეს განსაზღვრავს და შემოსაზღვრავს მის სხეულს) და შესაბამისად მისი გადაწყვეტილებები საკუთარ თავთან მიმართებაშიც კი არ უნდა იყოს თვითნებური და უნდა ითვალისწინებდეს ყველაფერ იმას, რასაც მასზე გავლენა აქვს (საზოგადოება, იდეოლოგია, რელიგია, ცხოვრების… Read more →

copkiller

copkiller

ვინ იყო შენთან ერთად? ….. სახელები მჭირდება! ჯობია დაუჩქარო, თუ არ გინდა მოისმინო რას ვუპირებ შენ ოჯახს და მეგობრებს…. – გელოდები ნაბოზარო! – ჯონათან ლივინგსტონი, ბრუსლი, მადონა, გაი მონტეგი, ბებიაჩემი, თუფაქი, ჩებურაშკა…. გაჩუმდი

ოჯახი

ოჯახი

ღარიბი ცალფეხა ბავშვები მამებს ეცოდებათ, მერე ბრაზდებიან ამაზე და იტყუებიან, ვითომ უყვართ. ოჯახი არ დაგიჭერს მხარს თუ არ აკმაყოფილებ მის კაპრიზებს. ოჯახი შენგან ითხოვს საკუთარ თავზე უარის თქმას მისი კაპრიზების სანაცვლოდ და არა შენს კაპრიზებზე უარის თქმას ერთობლივი სამართლიანი ცხოვრების სანაცვლოდ. ოჯახის კაპრიზია მისი წევრების წარმატებულობა ვიწრო გაგებით. უნდა იყო ჯანმრთელი და ძლიერი, ჩაგვრის, დამცირების, არასრულფასოვანი კვების, მუდმივი სტრესის მიუხედავად…. Read more →