“We can imagine, how old cops are dying, but before…”
დეზ-აქტივაცია: უპს, იქნებ თქვენი აქტივიზმი მართლაც (მართლაც!) არავის სჭირდება
დეზ-აქტივაცია: უპს, იქნებ თქვენი აქტივიზმი მართლაც
(მართლაც!) არავის სჭირდება
თარგმანი ბლოგიდან: http://opportunistish-accion.tumblr.com
ძალიან ხშირად აქციების განხილვა, იქნება ეს ჩვენიანების თუ უცხოების მიერ ორგანიზებული, მთავრდება დეპრესიული შეჯამებით: “რაღაც მაინც ხომ გაკეთდა.”
ეს ნიშნავს, რომ აქცია (კამპანია, პიკეტი, რაც უნდა ყოფილიყო) გამოდგა მოსაწყენი, გამაღიზიანებელი, სულელური, მცირერიცხოვანი, მოკლედ რაღაცნაირი ფორმალობა. ხანდახან უარესიც ხდება: ვიღაც მაჩო ბანერს გააკეთებს, ვიღაც ისლამოფობიურ პერფორმანსს და ვიღაც კიდევ სხვანაირ ყლეობას.
ასეთი შეცდომები მართლდება (კერძოდ) იმით, რომ “ისინი რაღაცას მაინც აკეთებენ, თქვენ კი თავად არაფერს აკეთებთ.” აქტივისტურ სივრცეებში ასეთი არგუმენტები ტრიალებს.
საქმე ისაა, რომ აქტივისტებს შორის გავრცელებულია უსიტყვოდ აღიარებული მომართვის რეჟიმი: მსოფლიო საფრთხეშია, ჩვენ რამე უნდა ვიღონოთ, ეს ჩვენი მორალური ვალდებულებაა. თუმცა, აქედან მხოლოდ ერთი რამ შეესაბამება სიმართლეს. მართლაც, სამყარო ჩვენს ირგვლილ, სულ ოდნავ თუ ჰგავს ადგილს სადაც ცხოვრებაა შესაძლებელი. პრობლემა კი ისაა, რომ ყველა ჩვენგანი მას სხვანაირად აღიქვამს და სხვანაირადვე იბრძვის მასთან. არსებობენ ქალები და ლგბტქ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ებრძვიან ჰეტერო-სექსიზმს (უფრო სწორად იმას, რასაც ასე უწოდებენ აქტივიზმში და აკადემიაში), გამოიმუშავებენ გრძელ და მოკლევადიან სტრატეგიებს, არსებობენ დასაქმებულები, რომლებიც ატყუებენ დამსაქმებლებს, იპარავენ მაღაზიებიდან და სამუშაო ადგილებიდან, ორგანიზდებიან, რომ უფროსობისგან რაღაცა მოითხოვონ. კიდევ არსებობს ათასნაირი ადამიანი, ვინც საკუთარ ყოველდღიურ წინააღმდეგობის აქტებს ჩადის და ებრძვის ამ მამამოტყნულ, უსამართლო სამყაროს ჩვენს გარშემო, და ამის მიუხედავად, მათ არავითარი საქმე არ აქვთ ფემინიზმთან, ანარქიზმთან, პროფ-კავშირებთან და ა.შ.
თუმცა, აქტივისტური თვალსაზრისით (რა თქმა უნდა, ყველა აქტივისტი ასე არ ფიქრობს) ყველა ეს ადამიანი, თუ რაიმე აქტივობაში ან ქსელებში არ არიან ჩართულნი, არ უწოდებენ საკუთარ თავს მემარცხენეებს და ფემინისტებს, მაშინ ისინი უბრალო “ობივატელები”, პასიური მასის ნაწილი არიან, რომლის ცნობიერებაზეც მუშაობს მუდამ აქტივისტობა. ამასთან, აქტივისტი აყენებს თავს ამ ჩვეულებრივი ადამიანების მაღლა და მიღმა, რამეთუ მხოლოდ მან იცის, რა ხდება სინამდვილეში (ახლა მე შენ გაჩვენებ, რას წარმოადგენს მატრიცა!), და ზუსტად იცის რა არის გასაკეთებელი, როცა ყველა დანარჩენი მაიას საბურველშია გახვეული.
მე ეს ჩემი საკუთარი გამოცდილებდან ვიცი. მეც ასე ვლაპარაკობდი და ვიქცეოდი.
ასეც ვაგრძელებ, რა თქმა უნდა. მე ჯერ კიდევ შემიძლია მოვყვე,როგორ გვჩაგრავს კაპიტალიზმი, სექსიზმი, რასიზმი (ოღონდ უფრო და უფრო ნაკლებად მესმის ამ სიტყვების მნიშვნელობა), როგორ არის მსოფლიო შეშლილი გაუცხოებით, იერარქიებით, გლობალური დათბობით, ხშირი შეთქმულებებით და ა.შ. ნამდვილად შეშლილია. პრობლემა კი ისაა, რომ აქტივიზმი და აქტივისტებიც არ არიან ნაკლებად დარტყმულები ვიდრე დანარჩენები.
აქტივიზმიც აგებს იერარქიებს, საწყალ პიკეტებში მონაწილეობა ისევე შეიძლება აუცხოებდეს, როგორც რუტინული სამსახური, აქტივისტების უამრავი მოსაზრება ისეთივე ცრურწმენის სახისაა (თუ უფრო მეტად არა), როგორიც ჩვეულებრივის ხალხის. მუდმივი მოქმედების იმპერატივი ექსპლუატაციას უწევს ადამიანებს, სიმბოლურ კაპიტალს უქმნის მათ, ვინც მოახერხა ნამდვილი აქტივისტის თამაში, დანაშაულის გრძნობას კი მათ, ვისაც არ აღმოაჩნდა საკმარისად კარგი, მორალური ნორმები, ხშირად არსაიდან აღებული, რომელიც მუდამ წნეხის ქვეშ ამყოფებს და ემოციურად აცარიელებს. მაგრამ ესეც კი გამარჯვება იქნებოდა, აქტივიზმი რომ ბრწყინვალე, საოცარ სამყაროში გვახვედრებდეს, ან რამეს მაინც ცვლიდეს უკეთესობისკენ. მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, სულაც არ ხდება ასე. ზოგიერთი მოქმედება, ნაცვლად იმისა, რომ გააკეთოს პირობითად “კარგი”, აკეთებს რამე “ცუდს.” მაგალითად, ანვითარებენ ჰორიზონტალურ ურთიერთობებს, ჩანერგილი სექსიზმით, ებრძვიან ძალადობას, ისე რომ გადაარჩენენ მათ, ვისაც არაფრის გულისათვის არ უნდათ გადარჩენა, ცხოვრების ეთიკურ წესებს მისდევენ როცა კლასობრივ იერარქიებს ან კოლონიალურ კულტურას ხელს უწყობენ. ასევე შეიძლება დაფიქრება, აქტივიზმის როლზე სპექტაკლის საზოგადოების შენებაში, რეპრეზენტაციული პოლიტიკის ფორმის ხელშეწყობაში, ისეთი მრავალმხრივ მნიშვნელოვანი ცნებებით მანიპულაციაში, როგორიცა: ხალხი, მასები, ეფექტურობა, მოვალეობა, აუცილებლობა, იძულების ფორმების ნგრევა, ექსკლუზია, დომინაცია. ზოგადად, აქტივისტური გარემო შეიძლება საკმაოდ ბნელი და უსიამოვნო ადგილი იყოს.
და შესაძლოა, რომ არც იყოს. მაგრამ ამისთვის, ყველგან მოსალოდნელი და ყველგან მყოფი მოქმედების იმპერატივსაგან თავის დაღწევაა საჭირო და აღიარება, რომ ზოგჯერ უმოქმედობა შეიძლება იყოს ყველაზე სწორი არჩევანი, რომ აქტიურობა თავისთავად, არ შეიძლება იყოს უარყოფითი ეფექტების გამამართლებელი. რომ მოსაწყენ/დისკიმინაციულ აქციებს მოაქვთ ზიანი, რომ მორალურ-იდეოლოგიური დოგმატიზმი ვიღაცეების ჩაგვრას, ტრავმირებას, დანაშაულის გრძნობას იწვევს(ინგლისურში შევხვდი გამოთქმას guilt-inducing, ფემინიზმის იმ ფორმების ასაღწერად, რომელებიც გიწესებენ ქცევის გარკვეულ, მკაცრ მოდელს,რომელიც მტკივნეულია და შეუძლებელია მისი მიყოლის შემთხვევაში, დანაშაულის გრძნობისგან გაქცევა). თუ ვინმეს მოსწონს გართობა მარტოსულად პიკეტებზე ან პირობითად მარსიანულ ველზე (მეც ვაკეთებ ამას ხანდახან), არავინ არავის უკრძალავს. მაგრამ არაა საჭირო ამის წესად მიღება, მორალური ვალდებულების ხარისხში აყვანა , ან ეთიკური ღირებულების მინიჭება და დაჯერება, თითქოს თავისთავად ასეთი აქტივიზმი, ფორმისა და შინაარსის მიუხედავად, მაინც ამართლებს საკუთარ თავს.
რამდენადაც პოსტი უკვე ძალიან გრძელია და ალბათ, ძალიან გაუგებარი, შევეცდები მოკლედ შევაჯამო. აქტივიზმს თავის თავში ფასეულობა არ გააჩნია; უმეტეს შემთხვევაში ის არც უკეთესია და არც უარესი, ნებისმიერ ადამიანურ (და არა-ადამიანურ) საქმიანობასთან შედარებით. აქტივიზმი ფასეულია მაშინ როცა რაღაცას მართლა უკეთესობის მხარეს ცვლის (რაც ძაააალიან იშვიათია), ან მაშინ როცა მინიმუმ მასში მონაწილეები იღებენ კმაყოფილების გრძნობას (ისე რომ სხვისთვის ზიანი არ მოაქვთ, რაც ასევე რთულად შესაძლებელია). ამიტომ, პირადად ჩემთვის, სასურველია დავინახო აქტივიზმი (რომელიც შეიძლება აქტივიზმად აღარც იწოდებოდეს), რომელშიც მეტი ზრუნვა ეკუთვნის მათ, ვინც მასში მონაწილეობს, მეტი მხიარულებით, ნაკლები პათოსით, გიგანტომანიით, უნივერსალიზმით და დოგმატიზმით. და ხო, ხანდახან არაფრის გაკეთება ჯობს და ისინი, ვინც ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, არ უნდა განიცდიდნენ არანაირ დანაშაულის გრძნობას და მორალურ ზეწოლას.